saqarTvelos mdinareebi - sxalTa
ტერიტორიული ერთეულები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სათავე | არსიანის ქედი |
შესართავი | აჭარისწყალი |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 223 კმ² |
მდინარე ხულოს მუნიციპალიტეტში. აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2220 მ. სიგრძე 29 კმ. აუზის ფართობი 223 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში.
საშუალო წლიური ხარჯი 7,54 მ³/წმ.